logo
ENG



ღვარცოფის საფრთხე და გამაფრთხილებელი სიგნალი დევდორაკში

06 ივნ 202420:26
3 წუთის საკითხავი
 

განგაშის საფუძველი დევდორაკზე ამჟამად აღარაა. დარიალის ხეობაში მოსალოდნელი ღვარცოფული პროცესების გამო, დილიდან საგზაო მოძრაობა შეწყდა, ჩაიკეტა საბაჟო გამშვები პუნქტი, თანამშრომლები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. შესაძლო შედეგების პრევენცია დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორის მეშვეობით მოხერხდა, რომელმაც წყლის დონის აწევის შემდეგ შეტყობინების სიგნალი გაგზავნა. სპეციალისტების თქმით, გაფრთხილების მსგავსი სისტემები მთავრობას, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით აქვს.

 


close დახურვა