გატაცებულ ექიმზე ის თემაა, თითქოს იგი ომში მონაწილეობდა, ერთი რომ ეს ტყუილია და მეორე ეს გახლავთ ვაჟკაცი და ღირსების მქონე ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დროს ექიმის ფიცს ასრულებს,"-ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გია ვოლკსი, გატაცებულ, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებულ ამბავს.
ვოლსკი იმედს გამოთქვამს, რომ გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ.
"ოკუპირებულ ტერიტორიაზეც კარგად იციან, ასევე დე-ფაქტო ხელისუფლებაშიც კარგად იციან, რომ ექიმების საზღვრები შეუზღუდავია და იქ უნდა იყვნენ, სადაც ადამიანს უჭირს. ამიტომ, მგონია რომ საერთაშორისო თანადგომით ეს ლოგიკა გაიმარჯვებს,"-განმარტავს ვოლსკი.