ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე 15 ათას ადამიანამდე იყო მისული.
"რამდენმა მისცა ხმამ ნაციონალებს იცით? გუშინ რა იყო გამოცხადებული, 15 ათასი ადამიანი იყო მაქსიმუმ? გამოცდილება ხომ არსებობს, თითოეულ კვადრატულ მეტრზე რამდენი ადამიანი ეტევა და იქიდან გამომდინარე იყო შეჯამებული, გამოვიდა 13-დან 15 ათასამდე", - თქვა ყაველაშვილმა.
გუშინ, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. უცხოური გამოცემების წერენ, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე დაახლოებით 50 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
მრვალათასიანი აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამ მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ასობით მოქალაქე ჩამოვიდა.
მთელი დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციისთვის თბილისისკენ მომავალ კოლონებს, ხელს უშლიდა ქართული ოცნების პარტიული აქტივი, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ავტომობილებს ცოცხებს ესროდნენ.