logo
ENG



ყაჩაღობა ყვარელში - ახალგაზრდა კაცი მაღაზიაში შეიჭრა და იქ მყოფ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა

21 თებ 202118:00
3 წუთის საკითხავი
 
ყაჩაღობა ყვარელში - ახალგაზრდა კაცი მაღაზიაში შეიჭრა და იქ მყოფ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 20 წლამდე ახალგაზრდა სოფელ ახალსოფელში სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა და 73 ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მაღაზიიდან თანხა წაიღო. 

ქალი მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 


close დახურვა