სოფელ წიწკანაანთსერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი და ექთანი.
არსებული ინფორმაციით, ყვარლის სასწრაფო დახმარების ავტომობილს ფორდის მარკის სატვირთო შეეჯახა, რა დროსაც ორივე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
ექიმის და ექთნის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს.