ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უბედური შემთხვევის დროს კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც "სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს".