logo
ENG



ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს ამ ორ ქალაქში - რწმუნებული ზუგდიდსა და ფოთში შეზღუდვებზე

29 მარ 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა, ბლოკპოსტები ქალაქების შესასვლელებთან და მოქალაქეების გადაადგილებაზე კონტროლი - სამეგრელოს რეგიონში ვირუსის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებენ. ფოთის მერიაში რეგიონის გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მონაწილეობით საგანგებო შეხვედრა გამართა.

რეგიონში რწმუნებულის განცხადებით, წესების გამკაცრების მიზანი რეგიონში ვირუსის შიდა გავრცელების რისკების თავიდან აცილებაა. რისკები კი ზუგდიდში დაფიქსირებული შემთხვევისა და ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო გაზრდილია.

„ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს ამ ორ ქალაქში - ფოთში არის ტერმინალები, სადაც ხორციელდება გადაზიდვები, შემოდის ბევრი მძღოლი, ხდება მათი დაყოვნება და გვჭირდება მეტი კონტროლი. აფხაზეთში მდგომარეობა კონტროლს არ ემორჩილება, არსებობს საფრთხე და თუკი მოხდება გავრცელება, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსახლეობა მივიღოთ, რუსულ ჯარს საზღვარი დაკეტილი აქვს და კვეთა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს საშვი გააჩნია", - აცხადებს ალექსანდრე მოწერელია. 

სამეგრელო-ზემო სვანეთი არის მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ მეორე რეგიონი, სადაც მკაცრი ზომები გატარდება.


close დახურვა