ისტორიაში პირველად, ყველასათვის საყვარელ საშობაო სიმღერებზე ანიმაციური ვიდეოები გადაიღეს. კლიპებზე ერთდროულად სამმა სტუდიამ იმუშავა.
ვიდეოები გაფორმებულია ბობი ჰელმსის, ფრენკ სინატრას, ბრენდა ლისა და დინ მარტინის ცნობილი მელოდიებით. ერთ-ერთმა სტუდიამ კლიპისთვის ესკიზები საშობაო ბარათებისა და 40-50-იანი წლების დეკორაციების სტილში შექმნა. ახალ ანიმაციურ ვიდეოებს სტუდიები მომდევნო კვირებშიც გაავრცელებენ.