logo
ENG



ყველაფერი იყო წინასწარ შედგენილი - გიორგი რურუა ბრალს არ აღიარებს

25 თებ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი რურუა აცხადებს, რომ მის საქმეში არსებული მასალები გაყალბებულია. როგორც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე განმარტავს, ოქმები წინასწარ იყო შედგენილი და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

„მნიშვნელოვანია და მინდა მივუთითო: 13:01საათზე ამ საბუთს ამთავრებს და იძახის, რომ გამომძიებელმა მაჭარაშვილისგან მიიღო გამოკითხვის ოქმი. მე მაჩერებენ, გადმოვყავარ მანქანიდან, მჩხრეკენ, იღებენ სხვადასხვა ნივთებს და მაცნობენ დადგენილებას. აქ წერია, რომ გიორგი რურუა გაეცნო დადგენილებას, მაგრამ გავრცელებული მიზეზით გადაეცა ასლი - იქვე, ვაკის სასაფლაოსთან - ეს ერთი ტყუილი. ერთ წუთზე მორჩა მაჭარაშვილის დაკითხვა - შემდეგ იწყება ჩემი გაჩხრეკვა და გრძელდება 12 წუთს, ამ დროში მე გამჩხრიკეს, ამოიღეს ჩემი ნივთები, მაგრამ მთავარი მტკიცებულება, იარაღი - არ შეაქვთ ოქმში. ჩემთვის არც ოქმი და არც დადგენილება არ გაუცნიათ. ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ შედგენილი და ამის შემდეგ დამაკავეს, ჩამსვეს მანქანაში, მიმიყვანეს და მითხრეს, რომ იქ გავარკვევდით ყველაფერს", - აცხადებს გიორგი რურუა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.


close დახურვა