logo
ENG



ყველა აქ უნდა დავდგეთ-საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის წევრები ჩავიდნენ

25 ოქტ 201912:13
3 წუთის საკითხავი
 
vynt48lsb4iupmf.png

საოკუპაციო ხაზთან, სადაც მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები მუდმივ პატრულირებას ახორციელებენ დღეს "ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ მოძრაობის წევრებს პროდუქტი ჩაუტანეს და აღნიშნეს, რომ ახლა საქართველოს ყველაზე ცხელი ხაზი სწორედ აღნიშნული ტერიტორიაა. 

"ჩამოვიტანეთ საველე აღჭურვილობა, რათა დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს, რომლებიც შიშველი ხელებით იცავენ ქართველ საზღვარს. ყველას მოვუწოდებ, აქ ჩამოვიდეს, თითოეულ ბიზნესმენს, რადგან დღეს აქ არის ჩვენი ბრძოლა. დღეს ყველა აქ უნდა დავდგეთ, რათა ჩვენს შვილებს შევუნარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა და მომავალი, თავისუფალი საქართველო,"-აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ლოლუა.

მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრის დავით ქაცარავას თქმით, მსგავსი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

"ეს არის მათი პროტესტი და მხარდაჭერა ჩვენი მოძრაობის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია როცა საზოგადოების მხრიდან ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ჩერდება საოკუპაციო პროცესი წაღვლი-ჩორჩანის ტყეში. ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ამის შესახებ, რადგან ყველანაირი შეზღუდვაა დაწესებული ჩვენი ხელისუფების მხრიდან,"- აცხადებს დავით ქაცარავა. 

 


close დახურვა