logo
ENG



ყინწვისის ინციდენტზე მამა დავით აქიაშვილს პატიმრობა შეეფარდა

29 აპრ 202019:29
3 წუთის საკითხავი
 

ყინწვისის ინციდენტზე მამა დავით აქიაშვილს პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორი დავით აქიაშვლის პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას.

პროკურორის განცხადებით, მომდევნო სასამართლო სხდომამდე, რომელიც 22 ივნისს არის ჩანიშნული, მიმალვის საფრთხე არსებობს და სწორედ ამიტომ აქიაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა კი ურთიერთდაპირისპირების შემდეგ მოხდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა