logo
ENG



ყინწვისის ინციდენტში ბრალდებულ მღვდელმსახურს ბრალი წარედგინა

28 აპრ 202018:45
3 წუთის საკითხავი
 
bcauu1blw5apzha.jpg

ყინწვისის ინციდენტში ბრალდებულ მღვდელმსახურს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

მღვდელმსახურს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ერთი სასულიერო პირი დააკავეს.


close დახურვა