ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული კაცი დუშეთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კაცმა ყოფილ ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ცნობილია, რომ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით მიმდინარეობს.