logo
ENG



ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11 სექ 202011:42
3 წუთის საკითხავი
 
laiihzif9lzixl4.jpg

გორის რაიონულმა სასამართლომ გენდერის ნიშნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ლ დამნაშავედ სცნო და მას თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. 

"სამართალდამცველებმა ლ.ლ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა. სასამართლომ ლ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა",-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა