ყოფილი სპეცრაზმელი, გოჩა მახარობლიძე, რომელიც 7 თვის წინ საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს, გუშინ, 18 სექტემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მახარობლიძე ამბობს, რომ თბილისის სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ტყვიები განგებ ჩაუდეს, რადგან მათ 2014 წელს ყოფილ ძალოვანს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს. მისი თქმით, პოლიცია მაშინ მას დაემუქრა, რომ ციხეში სხვა საქმისთვის აუცილებლად ჩასვამდნენ. მახარობლიძე ახლა დროებთ თავისუფალია, მის წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდება დავას აგრძელებს - სასამართლომ განაჩენი 2 თვეში უნდა გამოაცხადოს.