logo
ENG



შაბათის ფორმულა: ახალგაზრდა ქალი ადვოკატს ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

16 იან 202120:33
3 წუთის საკითხავი
 

ახალგაზრდა ქალი, რომლის ვინაობასაც არ ვასაჯაროებთ, ადვოკატს, ლაშა ჯანიბეგაშვილს ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ირკვევა, ქალმა ჯანიბეგაშვილს დახმარებისთვის მიმართა - ის ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

ქალი ჰყვება, რომ ადვოკატი მას თავიდან ტელეფონით ესაუბრებოდა, ხოლო მოგვიანებით შეხვედრა სახლში შედგა. ქალი ამბობს, რომ უხამსი მიმოწერა სწორედ შეხვედრის შემდეგ დაიწყო. მისივე თქმით, ადვოკატი ჯერ სექსუალური ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა და ასეთივე შინაარსის წერილებს სწერდა.

ქალმა დახმარებისთვის ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია საფარს მიმართა და გაირკვა, რომ ამავე ორგანიზაციაში ადვოკატ ჯანიბეგაშვილს სხვა ქალიც უჩივის და ამბობს, რომ ის სექსუალურად და ფსიქოლოგიურად მასზეც ძალადობდა. ადვოკატის მხრიდან შესაძლო გადაცდომის საქმეს იძიებს სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაცია. ძალადობაში დადანაშაულებული ადვოკატი კი ამბობს, რომ მსხვერპლი თვითონაა და მას ცილს უსაფუძვლოს სწამებენ. 


close დახურვა