logo
ENG



შავგულიძე: საქმე გაყალბებულია და შესაბამისად იარაღიც რურუას არ ჰქონია

30 იან 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იმართება.

ცნობილია, რომ პროცედურულად ეს არის წინასასამართლო სხდომა, რომელზეც მტკიცებულებათა დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. რურუას ადვოკატები აცხადებენ, რომ ის უკანონო პატიმრობაშია, რადგან არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობაზე მიანიშნებს. 

"ჩვენ ვაყენებთ ბრალდების მტკიცებულებათა უდიდესი ნაწილის დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობას. საქმე გაყალბებულია და შესაბამისად ცეცხლსასროლი იარაღიც რურუას არ ჰქონია. ის ჩადებულია პოლიციის მიერ და იმდენად უხეშადაა ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ თავად საპროცესო დოკუმენტებშიც კარგად ჩანს","-აცხადებს შალვა შავგულიძე. 

განსხვავებული პოზიცია აქვს საქმის პროკურორს, რომლის მტკიცებითაც არსებობს უამრავი დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც რურუას ბრალეულობა იკვეთება. შესაბამისად, ბრალდების მხარის მტკიცებით, მისი გათავისუფლება დაუშვებელი და არასწორია. 

"ჩვენ გვექნება შუამდგომლობა, რომ იგი დარჩეს ძალაში არსებობს გარკვეული საფრთხეები. იგივე მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მოწმეების ზემოქმედების საფრთხე. როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მხრიდან არსებობს მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს წარმომადგენელი აქვს მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დასტურდება რომ რურუას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი",-აცხადებს პროკურორი. 


close დახურვა