კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. არ შეიძლება, სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნების - მაგალითად, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს, მით უმეტეს, თეატრს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ნამდვილად ხმამაღლად აქვს სათქმელი. ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია და ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოინახა სწორედ იმ წლების განმავლობაში და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტომ შეიქმნა. ქართულ თეატრს სათავეში ედგნენ ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი - ორივე მოწამებრივად მოკლული. რასაკვირველია, ამ ტრადიციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთან. ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის გასაგები გამხდარიყო, რადგან ისინი ყველაზე მოწყვლადი, იოლად დასაზიანებელი და „ასაგდები“ ნაწილი არიან. ცნობილია ისიც, რომ ყველა რევოლუცია სტუდენტების ხელით ხდებაო ამბობენ. ძალზე ადვილია ახალგაზრდა დააჯერო, რომ ხელის გაწვდენაზეა სამოთხე, ხოლო რაც ხდება, ემოციებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტს, ამჟამად შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიმდინარეობს სრულიად შეუფერხებლად. დასწრება თითქმის 100%-იანია სწორედ დრამის მიმართულებაზე. არაერთი შემთხვევა იყო, რომ მოდიოდნენ და ბოდიშს იხდიდნენ იმისთვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს - 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად, 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა. ეს ჩანდა და ამას იყენებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დიდი ძალისხმევის ხარჯზე, მაგრამ დაწყნარდა და დამშვიდდა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადავა ჩვეულებრივ, ღირსეულ პოლიტიკურ დიალოგში. პრობლემა იმაში იყო, რომ ამ ტურბულენტობაში კონკრეტული ძალები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ „არ დაიწყოთ დიალოგი რექტორთან, პედაგოგებთან“. რეალურად, ასე დაზარალდა ისევ ეს თაობა, ბევრმა ვერ გააგრძელა სწავლა
