logo
ENG



შამუგია: ახლა მთელი მსოფლიო აშუქებს და ბარბაროსები ვგონივართ, საქართველო ის 500 კაცი არ არის

08 ნოე 201921:09
3 წუთის საკითხავი
 
0mp7k1bkebesped.png

"კინოჩვენებას ახლა მთელი მსოფლიო აშუქებს და ბარბაროსები ვგონივართ", -ამის შესახებ პოეტმა პაატა შამუგიამ გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" ფილმ "და ჩვენ ვიცეკვებთ" დაკავშირებით განაცხადა. 

შამუგია მიიჩნევს, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანების ნაწილი რადიკალური დაჯგუფებების ლიდერების მიერ შეცდომაში არიან შეყვანილი. 

"იმ ადამიანებს, როგორ შეუძლიათ უყვარდეთ საქართველო ან თბილისი, როდესაც ახლა მთელი მსოფლიო აშუქებს და ბარბაროსები ვგონივართ და არ ვართ ბარბაროსები. ის 500 კაცი არ არის საქართველო და ისინი შეიძლება შეცდომაში არიან შეყვანილი. ის ადამიანები, რომლებიც მათი ლიდერები არიან და შეცდომაში შეჰყავთ ეს ხალხი, აი ისინი ნამდვილად არიან ბარბაროსები," - განაცხადა პაატა შამუგიამ

შეგახსენებთ, რომ ფილმის ჩვენების პარალელურად, კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიებთან ვითარება დაძაბულია. რადიკალები ცდილობენ შენობაში შეღწევას და ფილმის ჩვენების ჩაშლას. ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე რამდენჯერმე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო, 11 ადამიანი დააკავა.

 


close დახურვა