logo
ENG



შამუგია: სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ დეფიციტი არ არსებობს

09 მარ 202216:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/0xqh0jc7tegb9m8.jpg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ დეფიციტი არ არსებობს. შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და პროდუქციის იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

"დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუპერმარკეტებში პროდუქტებზე, განსაკუთრებით შაქარსა და ზეთზე გაზრდილი მოთხოვნაა. ასევე, ვრცელდება ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ მოქალაქეები რიგებში დგანან. 


close დახურვა