logo
ENG



შამუგია ბრეგაძეზე:დღემდე ვერ გაურკვევია, ფილმს რომ ნახავ, გეი გახდები თუ არა

08 ნოე 201921:12
3 წუთის საკითხავი
 
5183qkuxjuxud1t.jpg

მწერალი პაატა შამუგია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ქართველი ერი არ არის არატოლერანტი, აგრესიული და ხეპრე. როგორც მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ სტუმრობისას განაცხადა, ქართველი ერი არის ისეთი, როგორიც ილია ჭავჭავაძემ იცოდა და არა ისეთი, როგორიც იცის სანდრო ბრეგაძემ. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ, როცა ქვეყანაში ყველაფერი ჩამოქცეულია, ხელისუფლებამ სადღაც უნდა მიმართოს ხალხის ყურადღება.

„მე ის მიკვირს, რომ ჩნდება კითხვა, რატომ მიჰყავს ხელისუფლებას პროცესები ასე შორს. ძალიან ნათელი სურათია, მე პირადად მოვუსმინე ერთ-ერთ აუდიოჩანაწერს, სადაც ერთ-ერთი მარშელი, პოლიციელებს, რომელმაც ვითომ დააკავეს, ეუბნება რომ "ზემოთ შეთანხმებულია და ცოტა ფრთხილად მოექცეს." ყველაფერი ძალიან ნათელია და თავის ადგილას დალაგებული. ხელისუფლებას როცა სჭირდება თემის გადაფარვა - და შეიძლება იკითხოთ, რა არის დღეს გადასაფარი - რა აღარ არის გადასაფარი. ვფიქრობ, როცა ქვეყანაში ყველაფერი ჩამოქცეულია, სადღაც უნდა მიმართონ ჩვენი ყურადღება. მთავარი არის ის, რომ ხშირად მანიპულირებენ ქართველი ერით. არავითარი ქართველი ერი არ არსებობს, როგორც მონოლითური ერთობა, რომელიც ამას უპირისპირდება. 500 ადამიანი ძლივს შეკრიბეს. ქართველი ერი არ არის ასეთი ხეპრე, აგრესიული და არატოლერანტული. ქართველი ერი ვიცი მე ისეთი, როგორიც იცოდა ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა ფშაველამ და არა სანდრო ბრეგაძემ, რომელსაც ჯერ ის ვერ გაურკვევია ფილმი ნახა, თუ არა. რომ ნახავ გეი გახდები, თუ არა და დღემდე ვარკვევთ, გახდა თუ არა გეი,“ - განაცხადა პაატა შამუგიამ.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრებთან, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გამო, საზოგადოების ნაწილი „ქართული მარშის“ მეთაურობით, საპროტესტო აქციას მართავს.

 

 


close დახურვა