logo
ENG



შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააკავეს

26 სექ 202010:44
3 წუთის საკითხავი
 

პარიზში, სატირულ გამოცემა "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან მომხდარი  თავდასხმის გამო პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი გუშინ, ინციდენტის ადგილთან ახლოს დააკავეს. ის 18 წლის პაკისტანელია. კიდევ 6 პირი მოგვიანებით დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა მომხდარი "ტერორისტულ აქტად" შეაფასა. 

შეგახენებთ, რომ თავდასხმა 2 პირზე გუშინ მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა დაჭრილი მოქალაქეები ჟურნალისტები არიან. მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა მძიმეა. 


close დახურვა