ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. არჩევნები მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
თუ მიშელი არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ევრკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს. ოფიციალურად მიშელი EU-ს საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა იყოს.
Politico წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები მის შემცვლელზე უნდა შეთანხმდნენ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს - თუ ისინი არჩევანს დროულად ვერ გააკეთებენ, შეხვედრებს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს.