ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. ეს მიშელმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა.
"ევროპის დღის აღსანიშნავად ჩამოვედი ოდესაში. ქალაქში, სადაც პუშკინის თქმით, "შეგიძლია იგრძნო ევროპა". ქალაქში, სადაც დღეს უკრაინელი ხალხი იცავს თავის ძეგლებს ტყვიებისგან, რაკეტებისგან, თავის თავისუფლებას კი რუსული აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას"- წერს მიშელი.
I came to celebrate #EuropeDay in #Odesa, the city where Pushkin said that "you can feel Europe."
And where today the Ukrainian people shield their monuments from bullets and rockets and their freedom from Russian aggression.
You are not alone.
The EU stands with you. pic.twitter.com/kneuEOvepb