19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ერთ-ერთი ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობის, მასში მონაწილეობის და თავისუფლების აღკვეთის მუხლით.
გარდა ამისა, ტატიაშვილთან ერთად, კიდევ რამდენიმე სპორტსმენი - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ აქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი აიყვანეს.
გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.