logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი მოწმე გამოიკითხა

14 ივლ 202001:09
3 წუთის საკითხავი
clock 431

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი მოწმე გამოიკითხა - გამვლელი, რომელიც მომხდარის ღამეს დაპირისპირების ადგილზე გადაადგილდებოდა.

მოწმის ადვოკატის თქმით, პირი გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა და მხოლოდ იმიტომ დაიბარეს გამოკითხვაზე, რომ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც შემთხვევა მოხდა.

ადვოკატის თქმით, მოწმეს მისმა ნაცნობმა დაურეკა, ვინც დაბადების დღეზე იმყოფებოდა - სწორედ ეს ზარი გახდა გამოკითხვაზე დაბარების ერთ-ერთი მიზეზი.

მუხრან ღურწკაიას თქმით, მოწმე არანაირ საინტერესო ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით არ ფლობს.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს მაშველებმა 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, თუმცა გამოძიება არ გამორიცხავს ბრალდებულთა წრის გაზრდას.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის ასფიქსიით გარდაიცვალა, თუმცა სხეულზე დაზიანებები სიცოცხლეში მიაყენეს.

გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაკვალიფიცირდა და ბრალდება დამძიმდა - ახლა ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.


close დახურვა