შემდეგი სეზონიდან, საფეხბურთო კლუბი საბურთალო, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს.
ინფორმაცია “ფორმულას“ საბურთალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
საბურთალოში 21 ნომრიანი მაისურით - ლევან კაკუბავა ასპარეზობს
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა - მისი ცხედარი 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს.
ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით.
საქმე გადაკვალიფიცრებულია და ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში - 17 დაკავებულიდან აღნიშნული მუხლი არავის აქვს წარდგენილი.