logo
ENG



შეგხვდეს ან გადადგეს - დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში შეიჭრნენ

16 ოქტ 201915:17
3 წუთის საკითხავი
 
esnmkf6nz5zxytj.jpg

ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში დევნილები შეიჭრნენ. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულნი. დევნილები აპირებენ მინისტრთან მივიდნენ და დაელაპარაკონ, მაგრამ პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

„მშვიდად შეგხვდეს და აგვიშვან ან გვითხრას წერილობით, რომ არ გვეკუთვნის ბინები და ახლავე დავტოვებთ ტერიტორიას. ეს არის ყველაზე მარტივი," - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.

დევნილების განცხადებით, ისინი მინისტრს დაუდებენ ფაქტებს, რომ მაღალქულიანი დევნილებს ბინები არ აქვთ. კერძოდ, ამბობენ, რომ 9,5-იანი ქულის მქონე დევნილები არ არიან ბინების მიმმღებ სიაში.

დევნილები უკვე 30-ე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციებს მართავენ და ბინების მიღებას ითხოვენ.


close დახურვა