კიდევ ერთი გაუხსნელი დანაშაული - პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია და არც გამოუვლენია პირი, რომელმაც 37 წლის კაცს 20 ტყვია ესროლა, მათ შორის თავშიც. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. შეიარაღებული თავდასხმა რუსთავი-გაჩიანის გზაზე მოხდა. ავტომატური იარაღით ესროლეს რუსეთის მოქალაქეს. ოჯახი შეკვეთილი მკვლელობის მცდელობას არ გამორიცხავს. დაჭრილს ავტომობილების ბიზნესი აქვს.
შეიარაღებული დაპირისპირება გარდაბანში
21 დეკ 202120:43
3 წუთის საკითხავი