logo
ENG



შეკვეთილში $600 მლნ-ის ღირებულების მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება - სამინისტრო

12 დეკ 202319:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/12/tyy1e1g3x8s5t4s.jpg

შეკვეთილში 600 მილიონი დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კომპლექსის აშენების შესახებ დღეს VR Holding-სა და საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი დეველოპერული პროექტის, VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის განხორციელების პროცესში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

სამინისტროს ცნობით, პროექტი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს მიმდებარედ, 40 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდება და აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5-ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს.

"VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია, მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, კომპლექსი მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა იქნება - პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.


close დახურვა