თბილისის მერიასთან ვეტერანების აქცია გაიმართა. ისინი ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ითხოვენ.
მოქალაქე თამაზ თოიძის განცხადებით, სადავო ტერიტორია, სადაც სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი იყო, ჯერ საკუთარი ძალებით დაასუფთავა, შემდეგ კი, მშენებლობის უფლება ქალაქის მერიას სთხოვა და სიტყვიერი დაპირებაც მიიღო. თუმცა, თოიძის განცხადებით, 1 კვირის წინ გაარკვია, რომ აღნიშნული ტერიტორია თბილისის მთავრობამ რადიოქარხნის მფლობელებს შესთავაზა. ამის შემდეგ მან საცხოვრებელი ააშენა, რომელიც გუშინწინ ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც თავად ამბობს, გაფრთხილების გარეშე დაუნგრია.
„შემომივარდნენ ღამის სამ საათზე და დამინგრიეს სახლი ისე, რომ ერთი გაფრთხილება არ მომცეს. რომელიღაც მერიის თანამშრომელი ამბობს, რომ რამოდენიმე დღით ადრე ვაფრთხილებდითო, რაც არის სიცრუე. თუ არ გამოცემენ კონკრეტულ პასუხს, ყველანი ვინც აქ ვართ, გადავალთ გმირთა მოედანზე და დავიწყებთ შიმშილობას“, - განაცხადა თოიძემ.
საპასუხოდ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ მშენებლობა უკანონო იყო და დემონტაჟს დაექვემდებარა.
ე.წ. დამპალოს სასაფალაოს მიმდებარე ტერიტორაზე თამაზ თოიძესთან ერთად მშენებლობის უფლებას კიდევ 165 ოჯახი ითხოვს.