logo
ENG



შემოსავლების სამსახურის თანამშომლის თქმით, აქციებში მონაწილების გამო გაათავისუფლეს

01 ივნ 202516:09
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/01/ifxzhzlen1w3t0t.jpg

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი ნატო ბოლქვაძე წერს, რომ პროევროპულ აქციებში მონაწილეობისა და აქციაზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმის გამო - სამსახურიდან გაათავისუფლეს.

შემოსავლების სამსახურის შესაბამის ბრძანებას ის Facebook-ზე აქვეყნებს. ბრძანების თანახმად, ის სამსახურიდან "შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო" მოხსნეს.

"შემოსავლების სამსახურმა, 2 მაისიდან შეიტანა ცვლილება შინაგანაწესში, რომლითაც შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს მიეცა უფლება აწარმოოს თანამშრომელთა დისციპლინური დევნა საერთოდ ყველაფერზე", - წერს ის Facebook-ზე.


close დახურვა