logo
ENG



შემწეობის მიღმა დარჩენილი თვითდასაქმებულები და ქვეყანა პოტენციური შიმშილის ზღვარზე

03 მაი 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 840 ათასი თვითდასაქმებულია. ამ დროისთვის მათი უმეტესობა ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ მუშაობს და ყოველდღიურად თვითგადარჩენისთვის იბრძვის. მთავრობის  მიერ შემუშავებული დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარია, ერთჯერადი კომპენსაციის თანხა კი - 300 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარებას სულ 250 ათასი მოქალაქე მიიღებს. სახელმწიფო შემწეობის მიღმა დარჩებიან ხელოსნები რომლებიც ბინებს არემონტებდნენ და ანაზღაურებას ხელზე იღებდნენ; ძიძები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო ტრანსპორტით ვერ სარგებლობენ; დამლაგებლები, რომლებიც დიასახლისებმა ჩაანაცვლეს, კერძო რეპეტიტორები და სხვა საქმით დაკავებული ადამიანები. ისინი, უბრალოდ, ვერ დაამტკიცებენ, რომ მუშაობდნენ და შემოსავალი ჰქონდათ.  


close დახურვა