logo
ENG



შერჩევითი სამართალი - საპროტესტო აქცია იპოდრომზე დაკავებითა და ჯარიმებით დასრულდა

23 აპრ 202019:35
3 წუთის საკითხავი
 

საპროტესტო აქცია იპოდრომზე დაკავებითა და ჯარიმებით დასრულდა. "გირჩი" საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად სეირნობით აპროტესტებდა საგანგებო მდგომარეობისა და მკაცრი, დამაზიანებელი აკრძალვების გაუქმებას. სამართალდამცველებმა კი მონაწილეების გარდა, ადგილზე შემთხვევით მყოფი პირებიც დააჯარიმეს, ნაწილი კი ძალის გამოყენებით განარიდეს იპოდრომის ტერიტორიას. 

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა ზურა ჯაფარიძეც, ის 3000 ლარის გადახდას არ აპირებს. "გირჩი" ახლა საკონსტიტუციო სარჩელისთვის ემზადება, ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტის დეკრეტით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა არაკონსტიტუციურია, მთავრობა კი ეპიდსიტუაციის დროს დაწესებული აკრძალვებით ბოროტად სარგებლობს და მოქალქეებს უფლებებს სისტემა უკანონოდ უზღუდავს.

დაჯარიმებულთა შორის არის "გლოვოს" კურიერი და მოქალაქე, რომელიც სეირნობდა; ისინი ამბობენ, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძის განცხადებით, კანონი დარღვეული არ ყოფილა,  ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედება კი შერჩევითი სამართალია.

აქციის მონაწილეების დაკავებას "ქართულ ოცნებაშიც" გამოეხმაურნენ - გია ვოლსკის განცხადებით, ეს გამიზნული და დაგეგმილი ქმედება იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისთვის.


close დახურვა