ქუთაისის სკოლაში ინციდენტი მოხდა. კერძოდ, სკოლის მოსწავლის მშობელი მასწავლებელს მესამე კლასელზე ძალადობაში ადანაშაულებს. მშობელი სახალხო დამცველს, განათლების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. აღნიშნულ ინციდენტს მანდატურის სამსახური და შსს იკვლევს. ამის შესახებ „ფორმულასთან" საუბრისას მე-3 სკოლის დირექტორმა განაცხადა.
ბრალდებებს მასწავლებელი კატეგორიულად უარყოფს. თამარ კუხიანიძე ამტკიცებს, რომ 8 წლის ბავშვს ხელით არ შეხებია.