logo
ENG



შეტაკებები ბეირუთში - მომიტინგეებმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს

14 ივნ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის გრძელდება ლიბანში. ბეირუთში აქციის მონაწილეებმა სამხედროებს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს. საპასუხოდ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დაშავებულია.

შეტაკებები ლიბანში მესამე დღეა გრძელდება. მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისსა და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებს. ხელისუფლება კი არეულობაში ოპოზიციას ადანაშაულებს. 


close დახურვა