logo
ENG



შეტაკების შედეგად ბარსელონაში 40 ადამიანი დაშავდა

27 ოქტ 201913:20
3 წუთის საკითხავი
 
bpbm0uc5g99s0fi.jpg

ბარსელონაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს შორის შეტაკების შედეგად 40 ადამიანი დაშავდა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შენობას ქვები დაუშინეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

მასობრივი გამოსვლები კატალონიაში ყოფილი ლიდერების განაჩენს მოჰყვა. უზენაესმა სასამართლომ ისინი ამბოხის მოწყობაში სცნო დამნაშავედ და 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. 


close დახურვა