შურისძიება მშვიდობიან მოსახლეობაზე. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მოქალაქეების დაბომბვის ბრძანება გასცა. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში კიევსა და სხვა დიდ ქალაქებზე მიიტანეს. სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა გარდაუვალი იყო. მოკლულია 11 ადამიანი, დაჭრილია გაცილებით მეტი.