თითქმის ყველა შეუსრულებელი დაპირებების ფონზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური რეპრესიების შესახებ მუქარას ასრულებს. ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ტელეკომპანია „იმედზე“ გამოსვლაში თქვა, რომ - ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა, - ამ სიტყვებიდან მალევე თაროებიდან გადმოიღეს 7 წლის წინანდელი საქმე და ნიკა მელიას პოლიტიკური საქმიანობა შეუზღუდეს.
დღეს გააქტიურდა სამართლებრივი დავა გიგი უგულავას წინააღმდეგ, მისთვის წაყენებული ბრალი მინიმუმ 9 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ოპოზიციის ლიდერს ფულის გათეთრებას ედავებიან. ბრალდება, რომელიც ივანიშვილის კიდევ ერთ ოპონენტს, მამუკა ხაზარაძეს აქვს წაყენებული.