„ახალი საქართველის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც წარადგინა კორონავირუსთან ბრძოლის გეგმა, რომელსაც „შეუტიე კორონას“ ქვია.
ვაშაძის თქმით, საჭიროა აგრესიული შეტევა ვირუსზე, რაც საშუალებას იძლევა, რომ 12 აპრილამდე დამარცხდეს ეპიდემია.
„როგორც მთავრობა აცხადებს, დღემდე ჩვენ ვიმყოფებით შეკავების ანუ შედეგზე რეაგირების ტაქტიკაზე და ამას აკეთებს იმ დაშვებით, რომ არ გვაქვს შესაბამისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა, საჭიროა სწრაფი რეაგირების დიაგნოსტიკის საშუალებები. კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის დაგეგმისას სწრაფი და მასობრივი დიაგნოსტიკის საშუალებების მეორახირხსოვან მიმართულებად აღიარებამ ბრმებად დაგვტოვა ვირუსის გამოვლენის კუთხით. სწორედ ამ შეცდომების შედეგია მთავრობის შედეგზე რეაგირების ტაქტიკა, რადგან ვერ ვახდენთ ვირუსის დროულად დადგენას. სწორედ ამ დაშვებულ შეცდომათა ერთობლიომ მიგვიყვანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და ეკონომიკურ კრიზისამდე, რამაც შიმშლის საფრთხის წინაშე დააყენა ჩვენი მოქალაქეები.
"არა შეკავებაზე, არამედ ვირუსზე შეტევის სტრატეგიას ვთავაზობთ მთავრობას. მივმართავ ხელისუფლებას, საფრთხე რეალურია და მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამკლავებას. ცალკე აღებული ვერც ერთი სექტორი გაუმკლავდება ამ ვირუსს. ჩვენი სტრატეგია განსხვავდება მთავრობის ტაქტიკისგან და ეს არის აგრესიული შეტევის სტრატეგია.
"პირველი, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების ჩამონათვალი. პირველადი ჯანდაცვის, ამულატორიელების, პოლიკნილიკების მომზადების ნაწილი, რაც საშუალებას მოგვცემს აგრესიულ შეტევაზე გადავიდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, გეგმა ეფუძნება მთავრობის განცხადებებს, რომ სწრაფი ტესტები და სხვა სამედიცინო აღწურვილობა უკვე გზაშია და მალე საქართველოში იქნება.
„მეორე დოკუმენტი, არის თარიღების მიხედვით გაწერილი აქტივობები. სტრატეგიის რეალიზების შემთხვევაში, შეგვიძლია 12 აპრილს ყოველგვარი კარანტინი მოვხსნათ, ყველაფერი აგებულია აგრესიულ დიაგნოსტიკაზე. ჯამში 6 000-მდე სამედიცინო პერსონალი უნდა ჩაერთოს და სამასი პუნქტი გაიხსნას აგრესიული შეტევის დროს. მინდა ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს და დღესვე ვუგზავნით ამას მთავრობას. აგრესიული შეტევა გამოგვიყვანს ამ მდგომარეობას, ამას ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მზად ავრთ პასუხისმგებლობა გავინაწილოთ.
"ეს არის პირველი ფაზა ჩვენი სტრატეგიის, რომელსაც ეწოდება - "შეუტიე კორონას". ასევე გვაქვს მეორე და მესამე ფაზა თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს ეკონომიკის კუთხით. დავიწყოთ მასირებული შეტევა, ეს ერთდერთი გზაა. ვერ ვიქნებით სახლებში გამოკეტილები უვადოდ. ჩვენი განცხადებები ეფუძნება ხელისუფლების განცხადებებს, რომ სწრაფი ტესტები გზაშია“, - განაცხადა ვაშაძემ.