დიდთოვლობამ დღეს პრობლემები შექმნა სამცხე ჯავახეთში. ამ დრომდე შეფერხებულია საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა, ტრაილერებს საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით გადადგილება აეკრძალა. ახალციხის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და გზის გაწმენდითი სამუშაოების დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს.