მაღრაანში შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილს ფერმა აქვს გახსნილი. ვინ, თუ არა მზარეულმა და თანაც შეფმა, ნამდვილად იცის, როგორი უნდა იყოს, რძე, ყველი და კარაქი.
ფერმაში ახლა ექვსი ადამიანია დასაქმებული. სამუშაო ადგილები კიდევ იქნება, რადგან სამომავლო გეგმებში ფერმის ტერიტორიაზე კორონაგამოვლილ ტურისტებსაც მიიღებენ. ამიტომ, სოფლის მშენებლები ფიქრობენ, რომ მათი შრომით მთლიანად ახმეტის მუნიციპალიტეტი იხეირებს.
დამწყებმა ფერმერებმა 20 ჰექტარი მიწა იჯარით აიღეს. ადგილზე გარდა აგროსარგებლისა, ტურისტების მოზიდვაც შეუძლია.