„ხელოვნურად შევუქმენით ბატონ არჩილ თალაკვაძეს კომოს ტბა, რადგან ვერ მოასწრო დასვენება,“ - ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი წევრი აკეთებს. მისი განცხადებით, ისინი იქამდე გააგრძელებენ პროტესტს, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
„ხელოვნურად შევუქმენით ბატონ არჩილ თალაკვაძეს კომოს ტბა, რადგან ვერ მოასწრო დასვენება. ჩვენ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები და არამხოლოდ ჩვენ, იქამდე გავაგრძელებთ პროცესს და იქამდე შევუქმნით დისკომფორტს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვიდრე არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული,“ - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა.
მოძრაობის აქტივისტებმა, წყლით სავსე პლასტმასის ჭურჭელი პარლამენტის შესასვლელთან დადგეს. ამ ფორმით ისინი კომოს ტბაზე დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ. აქტივისტები აცხადებენ, რომ იმ დროს როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, დეპუტატების ვიზიტი ფეშენებელურ კურორტზე დაუშვებელია.