სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები კანცელარიის წინ მივიდნენ. ისინი მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აპროტესტებენ.
„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და მოვუბოდიშო ლუკას, რადგან ვერ დავიცავით ის, მინდა ლუკას ვუთხრა, რომ ის იქნება საქართველოს მომავალი და სისტემის ბოლო მსხვერპლი, ვიბრძოლებთ ამისთვის. ლუკა მოკლა იმ სისტემამ, რომელიც საქართველოში ბატონობს და ზურგი შევაქციეთ კანცელარიის შენობას იმის ნიშნად, რომ ბავშვების მკვლელ სისტემას ვაქცევთ ზურგს. ჩვენ მშვიდობიანი პროტესტით ვიბრძოლებთ, რომ ლუკა იყოს ამ სისტემის ბოლო მსხვერპლი“, - ამბობს ნიკა ფარულავა, სამოქალაქო აქტივისტი.
კანცელარიის წინ მისულმა ახალგაზრდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მოზარდის ხსოვნას. მათ კანცელარიის წინ წარწერები დატოვეს: „მოკლულია სისტემის მიერ“, „რატომ მკლავ“, „ქვე-ყანა“ და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელიც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადმოხტა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.