logo
ENG



შეწყვეტილი მანდატები და საგამოძიებო კომისიის შექმნის წართმეული შანსი

15 თებ 202220:07
3 წუთის საკითხავი
 

სამი ოპოზიციონერით ნაკლები ჰყავს დღეიდან პარლამენტს, მანდატების ჩამორთმევით ოცნებამ ასევე წაართვა შანსი ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს. ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი და ბადრი ჯაფარიძე - ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად პარლამენტის გარეთ გააგრძელებენ.

ოცნების გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილისთვისაც კი მიუღებელი გახდა. უფლებამოსილების შეწყვეტას დარბაზში ესწრებოდა ბადრი ჯაფარიძე, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერს მანდატი მეორედ შეუწყდა - პირველად  სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.


close დახურვა