logo
ENG



შეხვედრა იყო კონსტრუქციული - ელიზაბედ რუდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე

27 თებ 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არაფორმალური შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ მედიასთან განცხადებები გააკეთეს, თუმცა მოლაპარაკებების დეტალებზე არ ისაუბრეს. ელიზაბედ რუდმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში შედგა და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება.

„განვიხილეთ პოლიტიკური საკითხები, თუმცა არ ვაპირებ დავაკონკრეტო ჩვენი დისკუსიის თემები. შეხვედრა იყო კონსტრუქციული. ყველა მხარეს აქვს ის რაზეც უნდა იფიქროს და უახლოეს დღეებში გამოხატოს საკუთარი პოზიცია“, - განცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდმა.

არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის ელჩის სახლში, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელ მოლაპარაკებებზე განხილული იყო რამდენიმე ვერსია, მათ შორის იყო მანდატების გადანაწილება პროპორციით 110/40-ზე, თუმცა ამბობენ, რომ ეს ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით კი მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებული პროპორცია 110/40-ზე ქართულ ოცნებას არ შეუთავაზებია და სიმართლეს არ შეესაბამება.


close დახურვა