„ქართულ ოცნებას“ პოზიცია არც შეერთებულ შტატებში შეხვედრის შემდეგ შეუცვლია. მმართველი გუნდის მტკიცებით ხელისუფლება დათმობაზე ერთხელ უკვე წავიდა, მაშინ როცა ოპოზიციას მანდატების გადანაწილება 100/50-ზე შესთავაზა.
მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, თუ ოპოზიცია მათ მიერ შეთავაზებულ მოდელს არ დათანხმდება, მაშინ არჩევნები მოქმედი სისტემით ჩატარდება.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ კომპრომისს არ თანხმდება, მათი თქმით ისინი კომპრომისზე მაშინ წავიდნენ, როდესაც პროპორციული არჩევნების სანაცვლოდ, ე.წ. გერმანული მოდელი შეიმუშავეს.
საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად მმართველ პარტიას კომპრომისისკენ არასამთავრობოებიც მოუწოდებენ, მათი განცხადებით ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მოდელი, 100/50-ზე კონსესუს გამორიცხავს.
„ფორმულას“ ინფორმაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მეხუთე რაუნდი 11 თებერვალს გაიმართება. ვინ როგორი სტრატეგიით მივა მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით უცნობია.