logo
ENG



შვილის და სხვა ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს

05 დეკ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურამ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გ.გ.-ს ბრალდება 4 მუხლით წარუდგინა. 

კერძოდ: გარყვნილი ქმედების - 3 ეპიზოდი, ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედების, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის და წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლებით. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ქ. თბილისში, გ.გ.-მ სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.გ.-მ ფიზიკურად იძალადა თავის არასრულწლოვან შვილზე. 

წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე გ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. 


close დახურვა