logo
ENG



შვილის ცემისა და იარაღით მუქარის ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

06 იან 202313:59
3 წუთის საკითხავი
 

შვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და იარაღით მუქარის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიები სამსახურის ინფორმაციით, 26 დეკემბერს ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლეს და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და 11', 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა