logo
ENG



შიდა გადადება არ გვაქვს, ყველა შემთხვევა არის შემოტანილი - ამირან გამყრელიძე

10 მარ 202022:35
3 წუთის საკითხავი
 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად რაოდენობის მატებისა, შიდა გადადების ფაქტები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. მისი თქმით, ყველა ახალი შემთხვევა უკავშირდება იტალიას და #2 პაციენტს, ვისაც დაუდგინდა კორონავირუსი.

„როგორც ვპროგნოზირებდით, ინფექცია თანდათან ფეხს იკიდებს - რვავე უკავშირდება იტალიას. აქედან ხუთი მგზავრობას და დაკავშირებულია იმ კლასტერთან, რომელიც მეორე შემთხვევად დაფიქსირდა ჩვენთან და მასთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითიზოლაციაში. მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი იწვა ინფექციურში, ორი კი დასავლეთ საქართველოში. შიდა გადადება არ გვაქვს, ყველა შემთხვევა არის შემოტანილი - ორი ირანიდან, დანარჩენი იტალიიდან. ან შემოტანილია ან ასოცირებული იტალიიდან ჩამოსულთან კონტაქტით, მესამე და მეოთხე რიგის გადადება არ გვაქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ინფექციის ინკუბაციურ პერიოდზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ძირითადი თეორიით მუშაობენ კლინიცისტები.

„ეს ინფექცია ახალია და ამ ვირუსის ქცევის წესები გარკვეული ბოლომდე არა - მიღებულია 14 დღე ინკუბაციურ პერიოდად, შეიძლება იყოს 2-7 დღემდე და არის გამონაკლისები 14 დღეზე მეტი, თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათია", - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა.


close დახურვა